სალვადორში ბიტკოინის გადახდის საშუალებად მიღება განხილვის საგანია

0
1050

ლათინური ამერიკისა, კარიბის ეკონომიკური და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეგიონალური კომისიები, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ თანამშრომლობას, არიან უკანასკნელი მარეგულირებლები, რომელებიც განიხილავენ სალვადორის გადაწყვეტილებას, მიიღოს ბიტკოინი ლეგალური გადახდების საშუალებად.

ECLAC–ის აღმასრულებელმა მდივანმა, ალისია ბარცენამ განაცხადა, რომ სალვადორის მხრიდან ბიტკოინისაკენ გადადგმული ნაბიჯი შეიცავს სისტემურ რისკებს, ისევე როგორც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჯერ არ არსებობს ისეთი კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სალვადორის პოტენციურ რისკებსა და სარგებელს ბიტკოინის მიღების შემდეგ.

ალისია ბარცენამ გამოხატა ნდობა, სალვადორის ფინანსური სამოქმედო ჯგუფის მიმართ და აღნიშნა, რომ ისინი სათანადოდ გაუძღვებიან ბიტკოინზე გადასხვლის პროცესს, შეაფასებენ და გაითვალისწინებენ მაქსიმალურად თანმდევ რისკებს.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაამატა, რომ ბიტკოინი არ ასრულებს ფულის ზოგიერთ ძირითად ფუნქციას და ექვემდებარება უკიდურეს არასტაბილურობას, რამაც შეიძლება შექმნას მრავალი სისტემური რისკი. ამავდროულად გამოკითხვის თანახმად, სალვადორის მოქალაქეების უმეტესობა ბიტკოინს, როგორც იურიდიულ ფასეულობას სკეპტიკურად უყურებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი