საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები სტაბილკოინის მიმართ პოზიტიური არიან განწყობილნი

0
1010

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა განაცხადეს, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების ტრანსსასაზღვრო ქსელს დაემყარება ეფექტური ტექნოლოგიური ინტეგრაცია. საერთაშორისო თანამშრომლობა კი მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს მსოფლიო ეკონომიკას.

ანგარიშში ყურადღებას ამახვილებენ ცენტრალური ბანკების ინდივიდუალური კვლევებისა და მათი შიდა საჭიროებების შესახებ. განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლობალური მასშტაბის მუშაობის კოორდინაციას და ციფრული ვალუტის სარგებელის მისაღებად სხვადასხვა ეროვნული ღონისძიებისა და ძალისხმევისათვის საერთო ენის გამონახვას.

აღნიშნული საკითხის მოგვარების შემთხვევაში, სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი მიიჩნევენ, რომ სტაბილკოინის შექმნას შეუძლია მსოფლიო ეკონომიკა შეიყვანოს ახალი “სუფთა ფურცლის” კონდიციაში, რაც გლობალურ ფინანსურ სისტემას საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდოს ტრანსსასაზღვრო გადახდების ეფექტურობა.

ანგარიში ასევე ასახავს ტრანსსასაზღვრო გადასახადების ამჟამინდელი სისტემის მწვავე სურათს, რასაც თან სდევს გარიგების ხანგრძლივი შეფერხებები და დიდი ხარჯები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი