ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი: ციფრული ევრო უკეთ დაიცავს მომხმარებლის უსაფრთხოებას

0
1198

ევროპის ცენტრალური ბანკის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ციფრული ევრო მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვას უკეთ შეძლებს, ვიდრე ამას კერძო კრიპტოვალუტების კომპანიები გააკეთებენ.

ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ფაბიო პანეტამ კერძო კომპანიების მოგების მოტივი გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მათ კომერციულ ინტერესებში შედის თავიანთ მომხმარებლებზე მონაცემების მოპოვება.

”ჩვენ კერძო კომპანიებს არ ვგავართ. ჩვენ არ გვაქვს კომერციული ინტერესი მომხმარებლების მონაცემების შენახვაში, მართვასა ან მონეტიზაციაში,” – განაცხადა საბჭოს წევრმა Financial Times-სთან ინტერვიუს დროს.

მისი კომენტარი ეხმაურებოდა ფაქტს, როდესაც საზოგადოებამ პროტესტი გამოხატა ცენტრალური ბანკების მხრიდან უპასუხოდ დატოვებულ კითხვებზე, თუ როგორ განკარგავენ ბანკები მათ პირად მონაცემებს.

“თუ ცენტრალური ბანკი ჩაერთვება ციფრულ გადახდებში, კონფიდენციალურობა უკეთ იქნება დაცული. ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ გადახდის ჯაჭვში ვერავინ შეძლებს წვდომას ინფორმაციაზე”,- აღნიშნა ფაბიო პანეტამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ევროს შესახებ კონსულტაციები აპრილში დაასრულა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი