Belt Finance-ი ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდა

0
1253

Belt Finance-ი Binance Smart Chain–ზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული ფინანსების უახლესი პლატფორმაა, რომელიც ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. შედეგად პლატფორმამ ათასობით მომხმარებელი დაკარგა.

როგორც ცნობილი გახდა, ჰაკერებმა პროგრამაში არსებული ხარვეზები გამოიყენეს და პლატფორმის მიერ გაცემულ სესხებსა და საიპოთეკო გადასახადებზე გავლენა მოახდინეს.

სულ განხორციელდა 8 სესხის გაცემა, რომელიც PancakeSwap–ზე გადაირიცხა. აღნიშნულმა ოპერაციებმა კი 385 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ამის შემდეგ SushiSwap–ის მთავარმა დეველოპერმა, მაუდით გაფთამ “ტვიტერზე” პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ამის გაკეთება არც ისე მარტივია და ეს უკანასკნელი წარმოადგენდა საკმაოდ კარგად დაგეგმილ შეტევას.

მაუდით გაფთას განცხადებით, როდესაც მომხმარებელი ახორციელებს ინვესტივიას მათი პლატფორმა ავტომატორად ეძებს იმ მომენტისათვის ყველაზე ხელსაყრელ გარიგებას, რომელიც რეიტინგული სისტემით ლიდერობს და სწორედ მასში აბანდებს მომხმარებელი თანხას. ეს კი არის გარანტირებული მოგების საწინდარი.

SushiSwap–ის მთავარი დეველოპერის მტკიცებით, თავდამსხმელმა ეს სისტემა გამოიყენა, რათა მრავალი გარიგება ამ სტრატეგიის მეშვეობით განეხორციელებინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი