ჩინეთმა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა

0
1019

პეკინი კრიპტოვალუტის მკაცრად დარეგულირებას ცდილობს. ამიტომ მოვაჭრეები თავს არიდებენ მარეგულირებელი ზედამხედველობის ქვეშ მოქმედ სავაჭრო პლატფორმებს.

“ბლუმბერგის” მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, OTC პლატფორმის გამოყენება მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ამ თვის დასაწყისში შეზღუდვები გაამკაცრა. აღნიშნული გამკაცრებული შეზღუდვა კი ასე გამოიყურება: მთავრობა კრძალავს ფინანსური ინსტიტუტების და საგადახდო კომპანიების მიერ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებას.

იმის მიუხედავად, რომ არსებობს ზუსტი მონაცემთა ბაზა, მაინც ძნელია საერთო სურათის დადგენა. ეს ნიშნავს, რომ ტრეიდერებს შეუძლიათ გვერდის ავლა ქვეყანაში არსებული კანონებისათვის.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ინტერნეტ დაფინანსების ასოციაციამ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ხელი მოაწერა განცხადებას ჩინეთის საბანკო ასოციაციასთან და China Payment and Clearing Association-თან ერთად. განცხადების მიხედვით, ხელისმომწერები საზოგადოებას კრიპტოვალუტებში ინვესტიციის რისკების შესახებ აფრთხილებდნენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიპტოვალუტები არ არის “რეალური ვალუტა” და არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მომსახურების გადახდის საშუალება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი