ამერიკის შეერთებული შტატების საბანკო მარეგულირებელი, ვალუტის კონტროლის ოფისი, ბრაიან ბრუკსის წასვლის შემდეგ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული წესების შემუშავებას განიხილავს.
მომზადებულ შენიშვნებში, ახალმა ხელმძღვანელმა, მაიკლ ჰსუმ თანამშრომლებს სთხოვა, გადახედონ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ისეთ ქმედებებს, როგორიცაა ეროვნულ ბანკებსა და ნდობით აღჭურვილ კომპანიაში ჩარიცხვის სისტემის განახლება, კრიპტოვალუტების სერვისების ინტერპრეტაცია, როგორც საბანკო ბიზნესის ნაწილი.
“მარეგულირებელმა ყურადღება გაამახვილა პასუხისმგებლიანი ინოვაციების წახალისებაზეც. მე, ვთხოვე თანამშრომლებს გადახედონ ამ ქმედებებს”,- აღნიშნა ახალმა ხელმძღვანელმა.
მაიკლ ჰსუ ამტკიცებდა, რომ კრიპტო წესების შემუშავების მიზანი იყო ძირითადი ფინანსური ტენდენციებისადმი ინდივიდუალური მიდგომა და შესაბამისი მარეგულირებელი სისტემის შექმნა.
”რამდენადაც არსებობს უწყებათაშორისი კოორდინაცია, ეს არის ტაქტიკური ნაბიჯი, რომ გაუმკლავდეს აქტუალურ საკითხს”,-აღნიშნულია მარეგულირებლის განცხადებაში.
ბრაიან ბრუკსის მმართველობის პერიოდში კრიპტო ინდუსტრიისთვის მრავალი მნიშვნელოვანი მარეგულირებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მათ შორის აშშ-ს ფედერალური ბანკებისთვის ავტორიზაციის გავლა, რათა მათ სამომავლოდ სტაბილკოინის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდეთ.