Blockchain სტარტაპები განვითარებას განაგრძობს

0
1537

Aleph.im-ი, Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სტარტაპი, შეირჩა Ubisoft’s Entrepreneurs Lab-ის მეექვსე სეზონში მონაწილეობის მისაღებად, რაც განვითარებად Blockchain ინდუსტრიაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ფრანგული ვიდეო თამაშების შემქმნელი კომპანია აწარმოებს მეწარმეთა ლაბორატორიას, რომელიც სტარტაპერებსა და მეწარმეებს სთავაზობს კომპანიის რესურსებსა და გამოცდილებას. ამ სეზონის ფოკუსში კი Blockchain-ი მოექცა.

Aleph.im-ის გარდა, მონაწილეობა მიიღო სხვა 11-მა სტარტაპმა კანადიდან, ევროპიდან და ავსტრალიიდან.

”ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ მივესალმებით ყველა ამ ნიჭიერ სტარტაპს Ubisoft Entrepreneurs Lab-ის მე-6 სეზონში”, – აღნიშნა Ubisoft-ის საოპერაციო ოფიცერმა, ვირჯინი ჰასმა.

Aleph.im–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონათან სქემულმა კომპანიის შესახებ განაცხადა:

”ჩვენი ძირითადი მისიაა დეცენტრალიზებული სერვისების რეალობად ქცევა. მართლაც, გამამხნევებელია ასეთი წარმატებული ბიზნესის მიღმა ჩვენი სერვისების შექმნა, რომელიც იქნება ღია, შეუჩერებელი და საიმედო”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი