ივნისიდან Google-ი კრიპტოვალუტის რეკლამებს აკრძალავს

0
1921

2018 წლის ივნისიდან Google-ი ყველა კრიპტოვალუტის რეკლამას აკრძალავს.

კრიპტოვალუტის რეკლამის აკრძალვის შესახებ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც Google Adwords-ზე კრიპტოვალუტის რეკლამის განმთავსებლებმა თავიანთი რეკლამების მკვეთრი ვარდნა შენიშნეს. თუმცა, Google Adwords-მა, კრიპტოვალუტის და პირველადი მონეტარულ შეთავაზებას რეკლამის შესახებ, ნებისმიერი სახის რეგულაცია ამ ეტაპზე უარყო.

Google-ის განახლებული ფინანსური პოლიტიკის თანახმად, “კრიპტოვალუტისა და მასთან დაკავშირებული შინაარსის რეკლამები (მათ შორის, მაგრამ ჯერ არ არის განსაზღვრული პირველადი მონეტარული შეთავაზება, კრიპტოვალუტის საფულე, ბირჟები და კრიპტოვალუტის ვაჭრობასთან დაკავშირებული რჩევები) არ განთავსდება”.

ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს Google-ის სარეკლამო პროდუქციაზე.

“ჩვენ არ გვაქვს ბროლის ბურთი, რომლითაც გავიგებთ კრიპტოვალუტა მომავალში იარსებებს თუ არა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ საკმარისი სამომხმარებლო და პოტენციური ზარალი”,- აღნიშნა CNBC-თან საუბარში Google-ის რეკლამების კუთხით, მდგრადი განვითარების სამსახურის დირექტორმა სკოტ სპენსერმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წლის იანვარში Facebook-მა უკვე გააუქმა კრიპტოვალუტის რეკლამები, პოტენციური “თაღლითური სარეკლამო პრაქტიკის” გამო. ხოლო, ჩინეთის სოციალური მედიის საიტებიდან კრიპტოვალუტის რეკლამები მაშინ გაქრა, როდესაც ჩინეთის მთავრობამ კრიპტოვალუტა და ICO აკრძალა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი