Blockchain ლობისტური ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი: აშშ კრიპტოვალუტას არ აკრძალავს

0
1131

აშშ-ს Blockchain ლობისტური ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტის აკრძალვის საშიშროება არ არსებობს.

Blockchain ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტინ სმიტმა უარყო შიში იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი ახლოსაა ციფრული ვალუტების აკრძალვასთან.

მართლაც, შაბათ-კვირას სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფულის გათეთრებაში ეჭვიმიტანილი ფინანსური ინსტიტუტები არაკანონიერ საქმიანობაში ციფრულ ვალუტას იყენებდნენ.

ჯანეტ იელინი, აშშ-ს სახაზინო მდივანი ცნობილი კრიპტო კრიტიკოსია. დაახლოებით ორი თვის წინ მან განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ბოროტად გამოყენება უკანონო ქმედებებისთვის მზარდ შეშფოთებას იწვევდა.

იმავდროულად, რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ კრიპტოვალუტის კრიმინალური გამოყენება წარმოადგენს გლობალური კრიპტო კომერციის არცთუ დიდ ნაწილს.

ამასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მაიკლ მორელმა გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც ნაჩვენებია, რომ კრიმინალურ საქმიანობაში ციფრული ვალუტების ფართოდ გამოყენება არ ხდება.

მაიკლ მორელის ნაშრომში ასევე აღნიშნულია, რომ Blockchain სასამართლო ექსპერტიზის ინსტრუმენტები საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ არალეგალური კრიპტო ოპერაციები აღმოაჩინოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი