კრიპტო ბირჟა Wirex-ი დიდ ბრიტანეთში მომსახურეობას დროებით აღარ უზრუნველყოფს

0
1255

Wirex-ი რეგისტრაციის პროცესს დროებით აჩერებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კრიპტოვალუტის ბირჟამ მარეგულირებელთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

ლონდონში დაფუძნებულმა ციფრული ვალუტისა და FinTech კომპანია Wirex-მა განაცხადა, რომ იგი მომსახურებას აღარ უზრუნველყოფს.

კომპანიამ განაცხადა, რომ ამის მიზეზი ახალი პროტოკოლის დანერგვის ტექნიკრი სამუშაოებია. პროტოკოლი კი ციფრული ვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

იმ შემთხვევაში, თუ ბირჟა დანერგავდა პროტოკოლს აღნიშნული განახლებით ადგილობრივი მარეგულირებლის მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა.

Wirex–ი და სხვა კომპანიები ამჟამად მარეგულირებელთან თანამშრომლობენ. თანამშრომლობის მიზანია დიალოგის გზით არსებული სისტემის მოწესრიგება და განვითარება, რაც ცალსახად ორმხრივად მომგებიანი წინადადებაა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დასაწყისში ციფრული ვალუტის ისეთმა უმსხვილესმა კომპანიებმა, როგორიცაა: Binance.UK, Coinbase, CryptoCompare, რიპლი, eToro, Electroneum, Simmons & Simmons-ი ასოციაცია შექმნეს და სტრატეგიული მიმართულებით გაერთიანდნენ.

ამ ეტაპზე გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კრიპტო პოლიტიკის შემქმნელებთან ასოციაციის წევრები მარეგულირებელი სისტემის საკითხზე მუშაობენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი