Beeple-ის ნამუშევარი 69 მილიონ დოლარად გაიყიდა

0
1413

Beeple-მ NFT-ით 69.3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მიიღო.

ციფრულმა მხატვარმა მაიკ ვინკელმა, იგივე ბიპლიმ, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავი. მისი NFT ისტორია საკმაოდ საინტერესოა. ლოტი “კრისტის” აუქციონზე იქნა გატანილი, სახელწოდებით “Everydays: The First 5000 Days”, საწყისი ფასი იყო 100 დოლარი და აუქციონის დახურვისას კი მისი ღირებულება 69 346 250 აშშ დოლარით განისაზღვრა.

Beeple-ი ის არის მესამე ცოცხალი მხატვარი, რომელმაც თავისი ნამუშევრის გაყიდვა ასეთ მაღალ ფასად შეძლო. წინამორბედი ორი კი ჯეფ კუნსი და დევიდ ჰოკნი არიან, თუმცა მათი ნამუშევრები ციფრული არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ”Everydays” შედგება 5000 უნიკალური სურათისგან, რომლებიც თითქმის 14 წლის განმავლობაში სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებით იქმნებოდა.

აუქციონზე გამოჩენა დებიუტი იყო ბიპლისათვის და აშკარად წარმატებულიც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი