ნიდერლანდური კრიპტობირჟა ცენტრალური ბანკის ბრძანების შეჩერებას სასამართლოსგან მოითხოვს

0
1039

ნიდერლანდებში დაფუძნებულმა ბიტკოინის პლატფორმა Bitonic-მა როტერდამის სასამართლოში შეიტანა წინასწარი ბრძანება ცენტრალური ბანკის მიერ მიღებული საფულის შემოწმების წესის შეჩერების მოთხოვნით.

ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში De Nederlandsche Bank-მა (DNB) მასთან თანამშრომლობაში მყოფი კრიპტობირჟები დაარწმუნა, რომ ბირჟები მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვას სირთულეების გარეშე შეძლებდნენ.

ეს წესები მოიცავდა ელექტრონული საფულეების გადამოწმებას, რომლებსაც ბირჟა არასასიამოვნო პროცესს უწოდებდა. იმ დროს, Bitonic-ს სამიდან მხოლოდ ერთი ლიცენცია გააჩნდა. ლიცენცია, რასაკვირველია, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მიანიჭა მას და სხვა 37 აღნიშნული ლიცენზიის მსურვლ კომპანიას.

რეგულიაციის სიმკაცრის გამო კი 38-დან 25 კომპანიამ, რომელზეც ლიცენზია გაიცა, გაუგზავნა ბანკს წერილი და გააპროტესტა რეგულაციის სიმკაცრის დონე. მათ ბანკისგან ახსნა-გამარტებების გაკეთება მოითხოვეს.

კომპანიის განცხადების თანახმად, ცენტრალურმა ბანკმა ვერ მოაგვარა Bitonic-ის მიერ სადავო KYC-ს წესის გამო წამოჭრილი პრობლემები, რის გამოც ბირჟა სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

შეგახსენებთ რომ, ახალი რეგულაციის მიხედვით მომხმარებელს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა მოიეთხოვება. აღნიშნული დამატება KYC-ს (“იცნობდე შენს მომხმარებელს”) პროტოკოლის ნაწილია.

მომხმარებლებს მოეთხოვებათ, რომ წარმოადგინონ ინფორმაცია ქონების, მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი