ჩინეთის სახალხო ბანკი ციფრული ვალუტის შექმნას, რუსეთის ფედერაცია კი კრიპტოვალუტის ლეგალიზებას აანონსებენ

0
8055

მას შემდეგ, რაც გასულ თვეში შეერთებული შტატების ფისანსურის სექტორის მარეგულირებელი კომისიების ხემძღვანელებმა, სენატის წინაშე, ღიად დაუჭირეს მხარი კრიპტოვალუტის და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარებას, გასაკვირი არაა რომ სხვა სახელმწიფოების ოფიციალურმა პირებმაც უფრო ღიად დაიწყეს საუბარი აღნიშნულ თემაზე.

ამჯერად, ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველი დიდი ხნის დუმილს არღვევს და პოზიციას აფიქსირებს, რუსეთის პრეზიდენტმა კი, როგორც სამთავრობო გამოცემა “პარლამეტსკაია გაზეტა” იუწყება, მოითხოვა კანონი “ციფრული აქტივების რეგულირების შესახებ” 1 ივლისისათვის იქნას მიღებული

“ცენტრალური ბანკის მიერ დაფუძნებული ციფრული ვალუტის განვითარება გარდაუვალია”,-აცხადებს ჩინეთის სახალხო ბანკის თავმჯდომარე ზოუ ქსიჩუანი.

ციფრული ვალუტის ნებისმიერი პოტენციური განვითარება ჩინეთის საჭიროებების დაკმაყოფილებისეკენ უნდა იყოს მიმართული. პირველადი საჭიროებაა, განმარტავს ზოუ ქსიჩუანი, რომ ნებისმიერი ციფრული ვალუტა ფოკუსირდეს სარგებელზე, სისწრაფესა და დაბალ ფასზე საცალო გადახდის სისტემაში მანამ სანამ, მხედველობაში მიიღებს პირადი ინფორმაციის დაცვასა და უსაფრთხოებას.

ჩინეთის სახალხო ბანკის თავმჯდომარე იქვე აღნიშნავს, რომ ყურადღებით უნდა მოხდეს შესწავლა ბანკის მიერ მხარდაჭერილი ნებისმიერი ციფრული ვალუტისა, რათა თავიდან იქნას აცილებული კრიპტოვალუტისგან სპეკულაციური პროდუქტის მიღება.

“აქცენტი გადატანილი უნდა იყოს რეალური ეკონომიკის მომსახურებაზე,” – განაცხადა ჩინეთის სახალხო ბანკის თავმჯდომარე ზოუ ქსიჩუანმა. მან იქვე დასძინა, რომ ნებისმიერი ახალი ციფრული ვალუტა სავალუტო ფინანსური წესრიგთან “კონფლიქტში” არ უნდა შევიდეს.

ჩინეთის სახალხო ბანკის თავმჯდომარის განცხადების თანახმად, ცენტრალური ბანკი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს. ამ ფაქტის პარალულურად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დოკუმენტს, კრიპტოვალუტისთვის რეგულაციის დაწესების შესახებ, ხელი მოაწერა.

“კრიპტოვალუტის ბაზრების ფუნქციონირება დაკავშირებულია სპეციფიკურ რისკებთან და ამიტომ, ქვეყნის მასშტაბით აუცილებელია რეგულაციის შემოღება”,- განაცხადა რუსეთის სათათბირო დუმის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ ანატოლი აქსკაკოვმა.

ამავდროულად, მოსკოვში დეპუტატები ICO-ს და crowdfunding-თან დაკავშირებით კანონის მიღებისთვის ემზადებიან. კანონის რამდენიმე ძირითადი ნაწილზე ცენტრალური ბანკისა და მინისტრებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს.

Parlamentskaya Gazeta-ს ცნობით, რუსეთის ცენტრალურ ბანკს სურს ICO-ს ინვესტიცია კრიმინალურ საქმიანობად ჩაითვალოს, როცა ფინანსთა სამინისტრო ICO-ს რეგულაციას მოითხოვს.

“ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის ამ ტიპის ლეგალიზაციის წინააღმდეგია, რადგან მოქალაქეებს ამჟამადაც, აქტიურად შეუძლიათ ინვესიტირება ICO-ში შესაძლო რისკების გათვალისწინების გარეშე”,- განაცხადა ანატოლი აქსაკოვმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ კრიპტოვალუტის შესახებ 2017 წელს მიღებული კანონი გააუქმა, რომელიც ბიტკოინთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო მასალების გავრცელებას კრძალავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი