ჰონგ-კონგის პოლიციამ კრიპტო დანაშაულის გამო ოთხი ადამიანი დააკავა

0
1219

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოთხი მძარცველისგან შემდგარმა კრიმინალურმა ჯგუფმა ჰონგ-კონგში დაახლოებით 450 000 აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარა.

პოლიციის სპიკერმა განაცხადა, რომ ჯგუფის წევრებს “საქმიანობა” გადანაწილებული ჰქონდათ. ჯგუფის კონკრეტულ წევრს “მსხვერპლთან” ურთიერთობა და ნდობის მოპოვება ევალებოდა.

ძარცვის ფაქტი იანვრის დასაწყისშიც დაფიქსირდა. დაზარალებულებმა კი 386,000 აშშ დოლარი დაკარგეს. უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ძარცვის ფაქტები ჰონგ-კონგში გახშირდა.

პოლიციამ 2020 წელს კრიპტო ყაჩაღობის 242 შემთხვევა დააფიქსირა. ეს მაჩვენებელი თითქმის 100%–ით მეტია 2019 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე.

აგვისტოში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰონგ-კონგის პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. მათ ბრალად ედებოდათ კრიპტოვალუტის აპარატიდან 226.000 დოლარის ღირებულების ბიტკოინის მოპარვა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით South China Morning Post-ი წერდა, რომ დაკავებულები გაცილებით დიდი დანაშაულებრივი ოპერაციის მონაწილეები იყვნენ.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ჰონგ-კონგში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიტკოინის ბანკომატებთან დაკავშირებული ქურდობის შემთხვევა დაფიქსირდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი