რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის, ანატოლი აქსაკოვის ვარაუდით, გლობალურმა იურისდიქციამ ბიტკოინი, როგორც გადახდის მეთოდი უნდა აკრძალოს.
ანატოლი აქსაკოვმა კიდევ ერთხელ გამოხატა ბიტკოინის მიმართ თავისი ნეგატიური დამოკიდებულება.
ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში, აქსაკოვი ამტკიცებს, რომ ბიტკოინს არაფერი ამყარებს და, ამრიგად, ბიტკოინი მხოლოდ და მხოლოდ “ფინანსური ბუშტია”.
”ბიტკოინს არაფერი ამყარებს. ეს არის კერძო ვალუტა და მისი ღირებულება ემყარება დაკავშირებული მონაცემთა სისტემის ნდობას. ამ კონტექსტში ბიტკოინი ქმნის კრიპტო ბაზარზე “ბუშტის” საფუძველს და ვფიქრობ, ეს “ბუშტი” ადრე თუ გვიან “გასკდება””,- აღნიშნა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ციფრული ვალუტით გადახდა 2021 წლის პირველი იანვრიდან ოფიციალურად აკრძალა.
”აუცილებელია ბიტკოინის გამოყენების ყველა არხის შეწყვეტა, რომელიც გულისხმობს ნარკოტიკების, ტრეფიკინგის, ტერორისტული ოპერაციების, ფულის გათეთრების, კორუფციული სქემების დაფინანსებას”,- განაცხადა ანატოლო აქსაკოვმა.
შეგახსენებთ რომ, 2020 წელს ანატოლო აქსაკოვი კრიპტოვალუტას ხშირად აკრიტიკებდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ ბიტკოინს მომავალი არ ექნებოდა და კრიპტო გადასახადები გლობალურ ფინანსურ სისტემას გაანადგურებდა.