ტაილანდის საგადასახადო სისტემაში Blockchain ტექნოლოგია დაინერგება

0
1234

ტაილანდელი გადასახადების ამკრეფები 2021 წელს Blockchain-ით შემოსავლების გამარტივებას ითხოვენ.

ტაილანდის გადასახადების შეგროვების სააგენტო გამოიყენებს Blockchain ტექნოლოგიას, მომავალ წელს გადასახადების გადასახადის გამარტივების მიზნით.

Blockchain-ის დანერგვით გადასახადებისაგან თავის არიდება გართულდება. აქციზის დეპარტამენტი გამოიყენებს Blockchain-ს შემოსავლების შეგროვების გასაუმჯობესებლად გადასახადების გაზრდის ნაცვლად.

Bangkok Post-ის ანგარიშის თანახმად, გენერალურმა დირექტორმა, ლავარონ სანგსნიტმა ხაზი გაუსვა, რომ ახალმა პოლიტიკამ გავლენა არ უნდა მოახდინოს შიდა ეკონომიკის აღდგენაზე და რომ, გადასახადების გაზრდა ხელს შეუშლის არასტაბილურ მდგომარეობას.

მთავრობა მიზნად ისახავს 530 მილიარდი სახელმწიფო ვალუტის, ბატის (17.5 მილიარდი აშშ დოლარი) შეგროვებას 2020 ფისკალური წლისთვის.

2021 წელს შემოსავლებისა და საბაჟო დეპარტამენტები ასევე ჩაერთვება Blockchain ტექნოლოგიაში. სანგსნიტმა აღნიშნა, რომ Blockchain-ი ამ დეპარტამენტებს დაეხმარება საგადასახადო ვალდებულებების, იმპორტის გადასახდელების და ფასების გამოთვლაში.

სამი დეპარტამენტი აერთიანებს Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული შეგროვების მონაცემებს ერთ ბაზაში, რაც სავარაუდოდ გაართულებს გადასახადებისგან თავის არიდებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი