ტეილორ უინკლევოსი: დროის საკითხია ინვესტორების მიერ ბიტკოინზე გადასვლა

0
1467

ტეილორ უინკლევოსი ფიქრობს, რომ მხოლოდ დროის საკითხია ინვესტორების მიერ ბიტკოინზე გადასვლა.

”გარკვეულ მომენტში, ძნელია ამ მონაცემების წერტილების დათვალიერება და იმის თქმა, რომ ბიტკოინი არ არის წარმოუდგენელი ღირებულების ვალუტა”,-აღნიშნა ტეილორ უინკლევოსმა.

მისმა ტყუპისცალმა ძმამ, კამერონ უინკლევოსმა ასევე განაცხადა, რომ ბიტკოინი უბრალოდ უნდა იყოს ოქროზე უკეთესი, რათა ღირებულება მნიშვნელოვან დონემდე გაიზარდოს.

ტყუპები, რომლებიც მართავენ შეერთებულ შტატებში კრიპტოვალუტის ბირჟას, მიიჩნევენ, რომ საბოლოოდ ბიტკოინი 500,000 დოლარის ნიშნულს მიაღწევს.

”კითხვა არის არა რამდენი, არამედ რამდენად სწრაფად მოხდება ეს. ვისურვებდი, რომ ბიტკოინს მალე 500,000 აშშ დოლარის ფარგლებში დაეწყოს მოძრაობა”,- აღნიშნა ტეილორ უინკლევოსმა.

კრიპტო ენთუზიასტების აზრით, კი ბიტკოინის ბოლოდროინდელი ფასის ცვლილება განსხვავდება წინა საბაზრო ციკლებისგან, სივრცეში ინსტიტუციური ინვესტორების შემოდინების გამო. ბიტკოინის კურსი კი ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ ციფრული ვალუტა მუდმივ ადგილს იკავებს ფინანსურ სისტემაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი