საგანმანათლებლო ვებ–შოუს კრიპტოვალუტების შესახებ უკრაინის მთავრობა დააფინანსებს

0
1249

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვებ-სერია, სადაც მოქალაქეებს ასწავლიან კრიპტოვალუტებისა და Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას.

კურსი დაინტერესებულ პირებს ციფრული ვალუტის ძირითად ცნებებსა და იდეოლოგიას გააცნობს.

შოუს პრემიერა უკვე შედგა და შემუშავდა Binance-თან, Hacken-თან და Crystal Blockchain–თან თანამშრომლობით.

პროგრამის სახელწოდება კი ასეთია: “Diia.Digital Education-ი”.

შოუ ხანგრძლივობა 6-დან 12 წუთამდეა, რომელიც რვა ეპიზოდისაგან შედგენა. ეპიზოდებში განმარტავენ კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის ძირითად კონცეფციებს. გადაცემას უძღვება მეწარმე და ყოფილი ბანკირი ანდრი ონისტრატი.

პირველი ეპიზოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მიწოდებასთან დაკავშირებული აუდიტის კონცეფციას.

ინტერვიუში ივან პასკარი, Binance– ის მარკეტინგის მენეჯერი უკრაინაში, განმარტავს, თუ როგორ ინარჩუნებს ბიტკოინი უცვლელ, აუდიტორულ მარაგს.

საუბარი შეეხება ასევე “ჭკვიან კონტრაქტებს”, მაინინგ სისტემებს, კრიპტოვალუტის გავლენას მსოფლიო და ლოკალურ ეკონომიკაზე, ეკოსისტემასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი