სამხრეთ კორეა ციფრულ ვალუტაზე მოგების გადასახადის დაწესებას გადაავადებს

0
1874

სამხრეთ კორეის მთავრობა კრიპტოვალუტის გადასახადის წესების განახლებას გადადებს.

კორეის Blockchain ასოციაციის ლობირების შემდეგ, კრიპტოვალუტის ბირჟებს დამატებითი დრო აქვთ ახალი საგადასახადო ინფრასტრუქტურის განსახორციელებლად.

სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეა გეგმავს შეაჩეროს ახალი საშემოსავლო გადასახადის კანონმდებლობა კრიპტოვალუტის მოგებაზე, ინდუსტრიული ორგანოების მიმართვის შემდეგ.

კორეულენოვან საინფორმაციო საიტზე DongA-ზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, 20% გადასახადი, რომელიც თავდაპირველად 2021 წლის ოქტომბრიდან უნდა დაწესდეს, ძალაში არ შევა 2022 წლის პირველ იანვრამდე.

აღნიშნული რეგულაციის გადატანა მიზნად ისახავს ციფრული ვალუტით მოვაჭრეებისათვის დროის მიცემას, რათა მოხდეს მათ მიერ, პროდუქციის და შეთავაზებების განახლება ახალი რეგულაციებისთვის. ეს კი ხელს შეუწყობს მომავალში მათი საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელებას.

შეგახსენებთ რომ, კრიპტოვალუტების ახალი საგადასახადო სტრუქტურა გამოცხადდა მიმდინარე წლის ივლისში და შეადგენს 20% გადასახადს ყოველწლიურად 2.5 მილიონი ვონს (2,260 დოლარს).

თავდაპირველად, წესების ამოქმედება დაგეგმილი იყო 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან, რამაც გამოიწვია საჩივრები კორეის Blockchain ასოციაციისგან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი