აშშ-ს მარშლის სამსახური ბიტკოინის აუქციონს გამართავს

0
2221

ამ თვის ბოლოს აშშ-ს მარშლის სამსახურს აუქციონზე დაახლოებით, 25 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი გამოაქვს.

სამთავრობო ორგანომ განაცხადა, რომ აუქციონის ბლოკში დაახლოებით 2.170 ბიტკოინი იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხებათ აუქციონის მონაწილეებს: მათ უნდა წარადგინონ 200.000 დოლარის დეპოზიტი და შეასრულონ სარეგისტრაციო მოთხოვნები 14 მარტამდე, რათა მარშალის სამსახურის მიერ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მიღება შესძლონ.

პრეს-რელიზის თანახმად, აუქციონზე გაიყიდება ის ბიტკოინები, რომლებიც ჩამოერთვათ კონკრეტულ პირებს კრიპტოვალუტას სხვადასხვა ფედერალური სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო.

ჩამორთმეული ბიტკოინების უმრავლესობა არის ონლაინ სივრცეში. მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი: ამჟამად, აშშ-ს ერთ-ერთ პენიტენციალურ დაწესებულებაში იმყოფება ყოფილი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც დაუმტკიცდა, რომ საგამომძებო საქმის დროს ბიტკოინის მითვისებას ცდილობდა. აუქციონზე მისთვის ჩამორთმეული ბიტკოინებიც გაიყიდება.

გასულ თვეში აშშ-ს მარშალმა აუქციონზე 3.600-ზე მეტი ბიტკოინი გამოიტანა და ხუთი გამარჯვებული გამოვლინდა. იმ დროისთვის, გამარჯვებულებს ანგარიშზე 30 მილიონ დოლარზე მეტი ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ თითქმის, ორწლიანი შუალედით ეს მეორე აუქციონი იქნება. ბოლო აუქციონი 2016 წელს შედგა, რა დროსაც მარშლის სამსახურმა 2.700 ბიტკოინი გასაყიდად გამოიტანა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი