უინკლევოსები ბიტკოინის ფასის მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ

0
1557

ტეილორ და ქემერონ უინკლევოსებმა განაცხადეს, რომ ბიტკოინის ფასის ზრდის ტენდენცია მიანიშნებს იმას, რომ კრიპტოვალუტა 500.000 დოლარის ნიშნულს მალე დაიკავებს.

”კითხვა არის არა რამდენი, არამედ რამდენად სწრაფად მოხდება ეს. ვისურვებდი, რომ ბიტკოინს მალე 500,000 აშშ დოლარის ფარგლებში დაეწყო მოძრაობა”,- აღნიშნა ტეილორ უინკლევოსმა.

მისი თქმით, ბიტკოინს შეუძლია ოქროზე ღირებული აქტივი გახდეს. ბიტკოინს აქვს პოტენციალი, რომ გლობალური ბაზრის წამყვან უსაფრთხო საშუალებად იქცეს.

ქემერონ უინკლევოსის მოსაზრებით, კი ბიტკოინი თავისი შესაძლებლობებით ციფრულ ოქროზე გაცილებით მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს.

ამასთანავე, აღსანიშნავია რომ, ძმები უინკლევოსების აზრით, კრიპტოვალუტის რეგულირება და მომხმარებელთა თავისუფლება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.

კრიპტო ინდუსტრიის რეგულირების თვალსაზრისით ცნობილია ტყუპების მოსაზრება. მარეგულირებლის წესების მიმართ ისინი პოზიტიურად არიან განწყობილნი.

რამდენიმე თვის წინ პიტერ მაკქორაქთან ინტერვიუს დროს ძმებმა განმარტეს, რომ კრიპტოვალუტების საყოველთაო მიღება გარკვეულწილად მარეგულირებელ სისტემასთან არის დაკავშირებული.

შეგახსენებთ რომ, G7 ჯგუფის განცხადების თანახმად, არცერთი სტაბილკოინის გააქტიურება არ უნდა მოხდეს და ჩაშვება გლობალურ ბაზარზე, მანამდე სანამ არ გაივლის ზედამხედველის და მარეგულირებლის ყველა ტესტს და დაკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი