ჯონ მაკაფის ICO-სთან დაკავშირებით სასამართლოში უჩივიან

0
1205

პროგრამისტის, ტექ.-ანალიტიკოსისა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ჯონ მაკაფის სამართლებრივი პრობლემები გაიზარდა.

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ შეიტანა სარჩელი ჯონ მაკაფის წინააღმდეგ. მას ბრალად ედება მონეტების თავდაპირველი ფასების შეთავაზებების გზით ხელსაყრელი გარიგებების დადება ICO-ს წარმომადგენლებისათვის, რომლებიც მაკაფს უხდიდნენ. ეს უკანასკნელი კი ისჯება ამერიკის ფასიანი ქაღალდების ვაჭრობის კანონით.

მაკაფი იყენებდა მის პოპულარობას და თავის “თვითერის” მომხმარებლებს მონეტების ყიდვას ურჩევდა, რის გამოც 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე 23.1 მილიონი აშშ დოლარზე მეტი ოდენობის კომპენსაცია მიიღო ICO– საგან.

ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის განცხადებით, ისინი პირადად დაუკავშირდნენ მაკაფის კომპანიას, რათა გამოემჟვნებინათ ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედების მონაწილეები.

აღნიშნული სქემა საკმაოდ პოპულარული იყო, რამაც გამოიწვია ისეთი ცნობილი ადამიანების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისს გამო დევნა, როგორებიცაა DJ Khaled და Floyd Mayweather, რომლებიც ასევე დაწინაურდნენ ICO-ს აქტივებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი