Crypto.com-ის ზოგიერთი მომხმარებელი არაკეთილსინდისიერ ვაჭრობაში არის შემჩნეული.
ამის შესახებ ინფორმაციას კრიპტოვაუტის ბირჟის აღმასრულებელი დირექტორი ავრცელებს.
პლატფორმის გენერალური დირექტორის, კრის მარსალეკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ზოგიერთმა მომხმარებელმა ისარგებლა ბირჟის ლოკალური პროგრამული პრობლებით.
მომხმარებლებმა ისარგებლეს ციფრული ვალუტის კურსის მანიპულირებით. მოკლე დროში კრიპტოვალუტის ყიდვისა და გადაცვლის რამდენიმე ოპერაციის განხორციელების შემდეგ მათ თანხის გატანა სცადეს.
მათ ხელი შეუშალა ვებსაიტის რისკების მართვის სისტემამ. Crypto.com– მა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც განმარტებული იყო, რომ აპლიკაცია ისევ ონლაინ რეჟიმშია და სრულად ფუნქციონირებს.
”Crypto.com-ის აპლიკაცია განახლდა. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში არაერთი მომხმარებლის სახსრები რისკის ქვეშ იყო. ამის საპასუხოდ, ჩვენ გავაძლიერეთ ინფრასტრუქტურა, რათა მეტი შესაძლებლობები მივიღოთ მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად”,- აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა.
შეგახსენებთ რომ, Crypto.com-ის აპლიკაცია ფრანგულ და ესპანურ ენებზეც არის ხელმისაწვდომი.