კვლევა: ინსტიტუციონალური ინვესტორები კრიპტოვალუტაში კაპიტალის დაბანდებას აგრძელებენ

0
1609

კვლევის ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები ბიტკოინის ფასის რყევის მიუხედავად, მის შეძენას განაგრძობენ.

კრიპტო აქტივების სადაზღვევო კომპანიის, Evertas-ის დაკვეთით ჩატარებულმა ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ინსტიტუციური ინვესტორები აპირებენ მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი ფსონი ბიტკოინში.

50 ინსტიტუციონალური ინვესტორის გამოკითხვის შემდეგ, რომლებიც ერთობლივად მართავენ 78 მილიარდ დოლარზე მეტ ქონებას შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში, დადგინდა: მონაწილეთა 26% მიიჩნევს, რომ საპენსიო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები, საოჯახო ბიზნეს კომპანიები კრიპტოვალუტაში თავიანთ წილს გაზრდიან.

მონაწილეთა 64% კი მიიჩნევს, რომ ურთიერთქმედების ზრდა იქნება ზომიერი, მაგრამ ჯგუფი ასევე ელოდება, რომ ჰეჯ-ფონდები უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული კრიპტოვალუტის ოპერაციებში.

გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ ჰეჯ-ფონდები მკვეთრად გაზრდის კრიპტოვალუტის მფლობელების რიცხვს.

ამასთანავე, ინსტიტუციონალური ინვესტორები, როგორც ჩანს, ნაწილობრივ ინვესტიციის ჩადებას აპირებენ ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებში, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ კრიპტო ბაზრის რეგულაციები მომავალში გაუმჯობესდება და უფრო ნათელი გახდება.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ კრიპტო ინსტიტუციონალიზაციისკენ მიმავალ გზაზე ჯერ კიდევ ბევრი დაბრკოლებაა. მონაწილეთა ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან ციფრული აქტივების დაზღვევის არარსებობით.

Evertas–ის დამფუძნებელმა, ჯეი გდანსკიმ მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა:

”ჩვენი კვლევის თანახმად, ინსტიტუციონალური ინვესტორები ენთუზიაზმით ზრდიან კრიპტოვალუტებში ინვესტიციას, მაგრამ აშკარად ბევრი რამ არის გასარკვევი ინფრასტრუქტურის შესახებ. ეს უნდა იქნას განხილული, თუკი კრიპტო აქტივებში უნდა გამოვლინდეს ინსტიტუციური ინვესტორების კაპიტალი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი