2024 წლისთვის ევროკავშირი კრიპტოვალუტისთვის ახალ რეგულაციებს შემოიღებს

0
1670

ევროკავშირი მთავარ პროექტებში კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის ჩასმას 2024 წლისთვის გეგმავს.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ევროკავშირი მიზნად ისახავს ახალი რეგულაციების შემოღებას, რაც ხელს შეუწყობს Blockchain-ისა და ციფრული აქტივების გამოყენებას საერთაშორისო ფულადი გზავნილებისთვის.

“2024 წლისთვის ევროკავშირმა უნდა შექმნას ყოვლისმომცველი ფინანსური სისტემა, რომელიც ციფრულ სექტორს განვითარების საშუალებას მისცემს. თუმცა ევროკავშირმა ასევე უნდა გაითვალისწინოს ამ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რისკებიც”,-ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია რომ, ევროკავშირში შემავალი მოსახლეობის 80% ქაღალდის ფულით ოპერირებს.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 პანდემიამ შეიძლება დააჩქარა ციფრული გადასახადების მიღების სურვილი მთელ მსოფლიოში, ბევრ ქვეყანაში მოსახლეობა ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების გადასახადების ინფრასტრუქტურის გამარტივებას ელოდება.

შეგახსენებთ რომ, 2019 წლის ბოლოს ევროკავშირმა ციფრული ვალუტის მარეგულირებელი ახალი წესები შეიმუშავა. ახალი სისტემა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას უკავშირდებოდა.

ამასთანავე, კრიმინალურ საქმიანობაში არსებული ტენდენციების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც კრიპტოვალუტის ბირჟები არ რეგულირდება კრიმინალური ფაქტები მრავალდაა იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც მარეგულირებელი სისტემა მოქმედებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი