ჩინეთის ციფრული ვალუტა ტესტირებას ჰონგ-კონგშიც გაივლის

    ჩინეთის ციფრული იუანი ტესტირებას განაგრძობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ციფრული ვალუტის გამოცდა ჰონგ-კონგშიც არის დაანონსებული.

    ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო Southern Daily ავრცელებს.

    ამ ეტაპზე როგორც ცნობილია ტესტირება ჩინეთის 9 დიდ პროვინციაში შედგება. ერთ-ერთი ასეთი პროვინცია გუანგდონგია.

    პროვინციის ადგილობრივი ფინანსური ზედამხედველობის ადმინისტრაციის ბიუროს დირექტორი აღნიშნავს, რომ ეს ტესტირება დიდ როლს შეასრულებს ტრანსსასაზღვრო მიღებაში.

    “გუანგდონგი ხელს შეუწყობს ინოვაციებს და ბიზნეს ინტეგრაციას ჰონგ-კონგთან კიდევ უფრო გააღრმავებს. ციფრული ვალუტის გამოყენება თანამედროვე ფინანსურ ტექნოლოგიას საშუალებას აძლევს მომსახურება სწრაფი და უსაფრთხო გახადოს”,- აღნიშნა პროვინციის ადგილობრივი ფინანსური ზედამხედველობის ადმინისტრაციის ბიუროს დირექტორმა.

    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული იუანის საფულის ტესტირება დაიწყო.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *