ინდოეთში კრიპტო დანაშაულის რიცხვი იზრდება

0
1681

ინდოეთის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი ინვესტორები კიბერდანაშაულის მსხვერპლნი გახდნენ.

ახალი ამბების თანახმად, თაღლითების სამიზნე მაღალი შემოსავლის მქონე პირები არიან.

მას შემდეგ, რაც მომხმარებელი დარეგისტრირდება კონკრეტულ ბირჟაზე და ვაჭრობას დაიწყებს თაღლითები მომხმარებლის ფინანსებს ითვისებენ და უკვალოდ ქრებიან.

Avalance Global Solutions-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მანან შაჰმა განაცხადა, რომ ინვესტორმა ერთ-ერთ ყალბ პლატფორმასთან ურთიერთობის დროს 50.000 დოლარი დაკარგა.

დაახლოებით ერთი თვის წინ ინდოეთის პოლიციამ კრიპტო თაღლითობაში ხუთი პირი მიიჩნია ეჭვმიტანილად. როგორც ცნობილი გახდა, ქვეყანაში თაღლითების ჯგუფი 2017 წლიდან მოქმედებდა.

სამართალდამცავების ცნობით, მაჰარაშტრას შტატში ჯგუფი თაღლითურ საქმიანობას ეწეოდა.

ჯგუფი ინვესტორებს გაორმაგებული თახნის დაბრუნებას კრიპტოვალუტაში თანხის ინვესტიციის შემდეგ ჰპირდებოდა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ინვესტორებთან ურთიერთობას თაღლითური ჯგუფი თანხის მიღებისთანავე წყვეტდა.

ჯერ კიდევ შარშან ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პროვინციიის, Jammu and Kashmir-ის პოლიციამ გამოაქვეყნა საჯარო განცხადება, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას კრიპტოვალუტაში ინვესტირების შესახებ აფრთხილებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი