Blockchain-ი პანდემიის შემდგომ პერიოდში საზოგადოებას ადაპტირებაში შესაძლოა, დაეხმაროს

0
1375

გიბრალტარის ფინანსთა სამინისტრო COVID ჰაკათონის ერთ-ერთი ორგანიზატორი იქნება.

გიბრალტარის ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ მომავალი Post-COVID Hackathon-ის ოფიციალური პარტნიორი იქნება.

ეს არის გლობალური, ონლაინ ინიციატივა, რომელიც COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ჯანდაცვის სფეროსა და სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს შეეხება.

ღონისძიებაში მონაწილეობას ათასობით კომპანია მიიღებს, რომელიც ციფრულ სექტორში მოღვაწეობს.

ალბერტ ისოლა, გიბრალტარის ციფრული და ფინანსური მომსახურების მინისტრი, ამაყობს ჰაკათონში მთავრობის მონაწილეობით. მედიასთან გაკეთებულ კომენტარში მან აღნიშნა, რომ COVID-19-ის პანდემიამ ფინანსურ სექტორს ახალი გლობალური გამოწვევები მოუტანა.

”მე აღფრთოვანებული ვარ და ველოდები იმ დინამიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამ ინიციატივის შედეგად წარმოიშვება და მიზნად დაისახავს პოსტ-პანდემიის სამყაროში ადაპტირებას. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ და ვართ ამ შესანიშნავი პროექტის ნაწილი,”- დასძინა მან.

Post-COVID Hackathon-თან ერთად გაიმართება გიბრალტარში დაფუძნებული Blockchain ტექნოლოგიისა და fintech კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა.

”Post-COVID-ის პერიოდი Blockchain საზოგადოებისთვის განვითარების ახალი ეტაპია. ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი, რომ ადაპტირების პროცესი დააჩქაროს”,-განაცხადა ერთ-ერთი Blockchain კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი