ყაზახეთს კორუფციასთან ბრძოლაში შესაძლოა, ციფრული ვალუტა დაეხმაროს

0
1375

ყაზახეთის ანტიკორუფციული სამსახურის თავჯდომარემ მთავრობას მოუწოდა შეიმუშაოს ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვების გეგმა, რათა კრიპტოვალუტა ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენონ.

“ყაზახეთის ციფრულ ვალუტას ექნება შესაძლებლობა, უზრუნველყოს სრული გამჭვირვალობა საბიუჯეტო სახსრების მოძრაობაზე”, – აცხადებს ქვეყნის ანტიკორუფციული სამსახურის თავმჯდომარე.

როგორც ქვეყნის ანტიკორუფციულმა სააგენტოს თავმჯდომარემ, ალიკ შპებაევმა განაცხადა, ისეთმა ეროვნულმა ციფრულმა ვალუტამ, როგორიცაა ჩინეთის ციფრული იუანი, გამჭვირვალე ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებას ხელი უნდა შეუწყოს.

ივლისის დასაწყისში ყაზახეთის მთავრობის განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც, ამ წლის ბოლოს ცენტრალური ბანკი ციფრულ ვალუტას გამოუშვებს.

ადმინისტრაციამ ჩინეთთან ერთად ციფრული ვალუტის განვითარების გეგმა გამოაქვეყნა.

ამასთანავე, ჩინეთის სავაჭრო სამინისტროს ცნობით, ყაზახეთი გეგმავს ციფრული ვალუტის მოპოვების ინვესტიციის გაორმაგებას მიმდინარე წლის ბოლოს. სამინისტროს განცხადებაში ისიც აღნიშნული იყო, რომ ყაზახეთი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის განვითარებას აგრძელებს.

ანგარიშის თანახმად, ყაზახეთის ციფრული ვალუტის მოპოვების პროექტმა მოიზიდა 82,6 მილიონი ტენგი, რაც დაახლოებით 20 მილიონი დოლარია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი