Whale Alert: 3 წლის მანძილზე კრიპტო თაღლითური სქემების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია

0
1269

Blockchain ანალიტიკური პლატფორმა Whale Alert-ი აცხადებს, რომ 2017-დან 2020-ის მიმდინარე პერიოდის ჩათვლით კრიპტოვალუტის გამოყენებით თაღლითობის შემთხვევები გაზრდილია.

კვლევამ გამოავლინა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თაღლითებმა 38 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინი მოიპარეს.

Whale Alert-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ დღითიდღე ათეულობით სხვადასხვა ტიპის თაღლითობის პოპულარობა მატულობს.

მაგალითისთვის, 2017 წელს ბიტკოინის გამოყენებით მოპარული თანხის ოდენობა 5 მილიონი დოლარს შეადგენდა. 2020 წლის პირველ კვარტალში ინვესტორებისგან არაკანონიერი გზით მითვისებული დაახლოებით 5 მილიონი დოლარის შემთხვევას ადგილი უკვე ჰქონდა.

ამ ეტაპზე კი ციფრული ვალუტით უკვე 24 მილიონი დოლარია მოპარული.

Whale Alert–ის კვლევის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი შეიძლება 50 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში კიბერ თაღლითობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კრიპტო დანაშაულსაც გამოიძიებს.

აშშ-ს საიდუმლო სამსახურის მიერ შექმნილი კიბერ თაღლითობის სამუშაო ჯგუფი მიზნად ისახავს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული კიბერდანაშაულების მზარდი ტენდენციის წინააღმდეგ ბრძოლას.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილი გახდა, სამუშაო ჯგუფი ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ თაღლითურ სქემებსაც გამოიძიებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი