აშშ-ში კიბერ თაღლითობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კრიპტო დანაშაულსაც გამოიძიებს

0
1325

აშშ-ს საიდუმლო სამსახურის მიერ შექმნილი კიბერ თაღლითობის სამუშაო ჯგუფი მიზნად ისახავს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული კიბერდანაშაულების მზარდი ტენდენციის წინააღმდეგ ბრძოლას.

აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა 10 ივლისს კიბერ თაღლითობის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა. როგორც ცნობილი გახდა, ელექტრონული დანაშაულისა და ფინანსური დანაშაულების სამუშაო ჯგუფები ერთ ქსელში გაერთიანდა.

ოფიციალური განცხადების თანახმად, საიდუმლო სამსახური დიდი ხანია გეგმავდა ერთიანი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც ფინანსურ სექტორთან დაკავშირებულ კიბერდანაშაულებს შეებრძოლებოდა.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილი გახდა, სამუშაო ჯგუფი ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ თაღლითურ სქემებსაც გამოიძიებს.

დაახლოებით ერთი თვის წინ აშშ-ს მარეგულირებელმა რამდენიმე ანგარიშის გაყინვის ბრძანება გასცა. როგორც გაირკვა, საქმე კრიპტოვალუტის გამოყენებით თაღლითობის ფაქტებს შეეხებოდა.

ასევე გაირკვა, რომ ანგარიშების მფლობელები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. ძმებმა ინვესტორებისგან მილიონობით დოლარის მოპარვა შეძლეს.

მარეგულირებლის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პენსილვანიაში მცხოვრები ძმების წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გაფორმდა და მათი ანგარიშები გაიყინა. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ძმები სხვადასხვა სახის კრიპტო თაღლითობის სქემას იყენებდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი