კრიპტობირჟა Cashaa-ზე ჰაკერის თავდასხმა განხორციელდა

0
1377

აშშ-ში დაფუძნებული ციფრული ვალუტის ბირჟის, Cashaa–ს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ჰაკერებმა ერთ-ერთი მომხმარებლის საფულიდან 336 ბიტკოინი მოიპარეს.

ამ ფაქტის დაფიქსირებიდან მალევე კომპანიამ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ყველანაირი ტრანზაქცია შეაჩერა.

მედიასთან ინტერვიუს დროს Cashaa- ს აღმასრულებელმა დირექტორმა ქუმარ გაურავმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით ჰაკერი ინდოეთში ცხოვრობდა. ამიტომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინდოეთისთვისაც გახდა ცნობილი.

”ჩვენ ჯერ კიდევ ვიძიებთ ინციდენტის შედეგად მიყენებულ ზარალს და ვაჩერებთ 24 საათის განმავლობაში ყველანაირ ტრანზაქციას”,- აღნიშნა ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახური თავისი საგამოძიებო შესაძლებლობების გაფართოებას ცდილობს, რათა გამოამჟღავნოს კრიპტო თაღლითური გარიგება და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ქსელი.

ივნისის ბოლოს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, ცხადყოფს, რომ ქვეყნის შემოსავლების სამსახური გარკვეული ტრანზაქციების ანალიზს კატეგორიულად მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის მოთხვნა ნამდვილად არ არის უსაფუძვლო.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გავრცელების ფონზე მოსალოდნელი იყო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითური საქმიანობის რაოდენობის ზრდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი