2 ივლისს ბიტკოინის ფასი კვლავ 9.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა

0
1275

2 ივლისის დღის მეორე ნახევარში ბიტკოინის ფასი დაეცა.

დღის განმავლობაში ციფრული ვალუტის კურსი თითქმის 2%-ით შემცირდა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფასი 9.000 დოლარის დონეზე აღმოჩენილიყო.

ბიტკოინის ფასი სწრაფად ვარდება. 48 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 5%-ით დაეცა. ანალიტიკოსების თქმით, მოყოლებული მაისის თვითან 9.000 დოლარის დონეზე ბიტკოინი უკვე მეშვიდედ აღმოჩნდა.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასის ნიშნული არ გაიზრდება ამან შეიძლება განმეორებითი ფასის ვარდნა გამოიწვიოს და კრიპტოვალუტის კურსი 9.000 დოლარზე ქვემოთ აღმოჩნდეს.

ანალიტიკოსების თქმით, ბიტკოინის შემდეგი ნაბიჯის მიმართულება გაურკვეველია.

თუკი ბიტკოინის ფასი 9,200 აშშ დოლარზე მაღლა დარჩებოდა კრიპტოვალუტას 9.500 დოლარის ზღვრის გადალახვა მოუწევდა, რათა 10.000 დოლარისკენ გზა გაეგრძელებინა.

თუმცა ფასი თუ 9.000 დოლარის დონეზე დიდი ხნით გაჩერდა მოსალოდნელია კურსის კიდევ უფრო შემცირება. ბიტკოინის ფასის კლების დროს მოსალოდნელი დონე 8.800 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 168 მილიარდი დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი