ჩინეთს აღმოსავლეთ აზიის ციფრული ვალუტის შექმნის იდეა აქვს

0
1930

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის მთავრობის ოფიციალური პირები აღმოსავლეთ აზიის ციფრული ვალუტის შექმნას გეგმავენ. ციფრული ვალუტის შექმნის მიზანი კი აშშ დოლარისგან მეტი დამოუკიდებლობის მოპოვება არის.

ასევე ციფრული ვალუტა აზიის ქვეყნებს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაშიც დაეხმარება.

Nikkei Asia-ის ცნობის თანახმად, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი ციფრული ვალუტა იქნება თუ არა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული. სტატიში ასევე ნათქვამია, რომ ახალმა იდეამ შესაძლოა, Libra-სთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს.

2019 წლის ზაფხულში მედიით ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკი Facebook-ის ციფრული ვალუტის საპირისპიროდ თავის კრიპტოვალუტის შექმანზე მუშაობას იწყებდა.

როგორც ცენტრალური ბანკი აცხადებდა, სოციალური ქსელის კრიპტოვალუტას შეეძლო საფრთხე შეექმნა ქვეყნის ეკონომიკური სისტემისთვის.

ჩინეთის ცენტრალური ბანკის კვლევითი ბიუროს დირექტორმა აღნიშნა, რომ თუ Libra-ს გამოყენება მოხდებოდა გადასახადების გადახდის სისტემაში შესაძლოა, დიდი გავლენა მოეპოვებინა ფინანსურ პოლიტიკაზე, სტაბილურობასა და ზოგადად საერთაშორისო სავალუტო სისტემაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი