სინგაპური ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან ციფრული ვალუტის საკითხზე ითანამშრომლებს

0
1661

სინგაპურის ცენტრალური ბანკი ცდილობს ჩინეთის ცენტრალურ ბანკს ციფრული ვალუტების კვლევაში შეურთდეს.

სინგაპურის სავალუტო ორგანოს მმართველმა დირექტორმა, რავი მენონმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

როგორც ცნობილია, ჩინეთი ციფრული იუანის შექმნაზე აქტიურად მუშაობს.

რავი მენონმა ფინანსური ფორუმზე საუბრისას ხაზი გაუსვა ჩინეთის პროგრესს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შემუშავების პროცესში. მან ასევე აღნიშნა, რომ სინგაპური ჩინეთთან ერთად ციფრული ვალუტის განვითარების სხვადასხვა გზას განიხილავს.

რავი მენონმა აღნიშნა, რომ სინგაპურის ცენტრალური ბანკის პროექტის მთავარი მიზანი არის საერთაშორისო გადარიცხვებისა ხარჯების შემცირება, დროის სწორი მენეჯმენტი და ანგარიშსწორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

დაახლოებით ერთი თვის წინ ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა განმარტა, რომ მიუხედავად საპილოტე პროექტისა, ოფიციალური ციფრული იუანის გაშვების შესახებ გრაფიკი ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული.

ამასთანავე, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ციფრული ვალუტის საპილოტე პროგრამის სატესტო ვარიანტის გაშვება სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ “ციფრული იუანი” წარმოებაში ოფიციალურად ჩაეშვება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი