განას რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილე აცხადებს, რომ ინსტიტუტი ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის იდეის ერთგული რჩება.
დოქტორ მაქსველ ოფუკუ-აფარი ციფრულ ვალუტის მიმართ მიძღვნილ სემინარზე სიტყვით გამოვიდა. ბანკის წარმომადგენელმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ ამ გაზაფხულზე, ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ინდუსტრიის განვითარების მიზნით Fintech და ინოვაციების ოფისი დააფუძნა.
ელექტრონული ფულადი გარიგების წახალისების ამ მიდგომების მიუხედავად, მაქსველ ოფუკუ-აფარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვების გეგმა ჯერ ისევ ძალაშია.
ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში გავრცელდა. მაშინ ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის კვლევა მიმდინარეობდა.
ერნესტ ედისონმა, რომელიც არის ეკონომისტი და განას რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, განაცხადა, რომ მიმდინარეობდა მუშაობა საპილოტე პროექტისთვის.
ეროვნული ბანკის 23-ე კონფერენციაზე, ერნესტ ედისონმა აღნიშნა, რომ ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის პროექტი ქვეყნის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.