უკრაინა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით კანონპროექტს ამზადებს

0
1356

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ კრიპტო კანონპროექტი გამოაქვეყნა. კანონპროექტის მიზანია ციფრული ვალუტის სტატუსის განსაზღვრა.

რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ახალი კანონპროექტი “ვირტუალური აქტივების შესახებ”, რომელიც მიზნად ისახავს კრიპტო აქტივების ლეგალური სტატუსის დადგენას, მათი მიმოქცევის წესს და ქვეყანაში გამოშვებას.

უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის მიმდინარე ვერსია არ არის საბოლოო.

კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორის თქმით, ინიციატივის მთავარი მიზანია ბანკისთვის ნების დართვა, რათა ციფრული ვალუტის კომპანიას ანგარიში გაუხსნას.

უკრაინაში ბიტკოინების ასოციაციის პრეზიდენტი, მაიკლ ჩობანიანი აცხადებს, რომ ბანკს შეზღუდვები უნდა მოეხსნას.

შემოთავაზებული კანონპროექტი მიზნად ისახავს კრიპტო ინდუსტრიის “რუხიდან” “მწვანე” ზონაში გადატანას. ეს კი ნიშნავს, რომ ციფრულ ვალუტას ლეგალური სტატუსი ექნება.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის თანახმად, ციფრული აქტივების მომსახურების მიმწოდებლებს, კრიპტოვალუტების ბირჟებს, კომპანიებსა და მომხმარებლებს უფლება ექნებათ გახსნან საბანკო ანგარიშები.

ანალიტიკოსების თქმით, უკრაინისთვის ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი