ბიტკოინის ფასი 9.000 დოლარის დონეს უახლოვდება

0
1365

ოთხშაბათს, 13 მაისს ციფრული ვალუტის ბაზარი გაუმჯობესდა. დღის განმავლობაში თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ბიტკოინის კურსია. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოვალუტა ცდილობს ძველი ნიშნულის დაბრუნებას.

დღის განმავლობაში ბიტკოინმა მოახერხა და 8.900 დოლარზე დაფიქსირდა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ 12 მაისს ბიტკოინის ფასი მხოლოდ 8.800 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის ფასის ნიშნული გაიზარდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასმა 0.21%-ით მოიმატა. ალტკოინის ფასი 190 დაფიქსირდა.

ამ მცირე მატების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასის ნიშნული 200 დოლარის დონეს უახლოვდება. როგორც კი ალტკოინი ამ ზღვარს დასძლევს, ეს ზრდის ტენდენციის აშკარა ნიშანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის ციფრების მიხედვით, დღის პირველი მონაცემების თანახმად, 13 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 243.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი