მედია:JPMorgan Chase-ი მომსახურებას ციფრული ვალუტის ბირჟებს შესთავაზებს

0
1373

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Coinbase-ი და Gemini მომსახურეობას JPMorgan Chase-სგან მიიღებენ.

12 მაისს Wall Street Journal–ის სტატიაში ნათქვამია, რომ ანონიმური წყარო ამ ინფორმაციას ადასტურებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საბანკო გიგანტი მომსახურებას ციფრული ვალუტის ბირჟას სთავაზობს.

რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმსხვილესი ამერიკული კომპანიები JPMorgan Chase-ი და Goldman Sachs-ი კლიენტებს ციფრული ვალუტის გამოყენებას არ ურჩევდნენ.

ეს ინფორმაცია მედიით გავრცელდა მას შემდეგ, რაც ადამ პოკორნიკიმ მედიასთან ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. ადამ პოკორნიკი არის ციფრული აქტივების ინვესტიციის მენეჯერი.

ადამ პოკორნიკის თქმით, მისმა კომპანიამ მრავალი კლიენტი დაკარგა მას შემდეგ, რაც ბანკებმა კლიენტებს კრიპტოვალუტის გამოყენებისგან თავის შორს დაჭერა ურჩიეს.

ადამ პოკორნიკი აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი კლიენტი მზად იყო ბიტკოინის შესაძენად. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ კლიენტთან დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებდა. თუმცა, როგორც გაირკვა, კლიენტმა JPMorgan– სა და Goldman Sachs–ის წარმომადგენლებთან ისაუბრა და ყიდვა გადაიფიქრა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი