უმსხვილესი ამერიკული კომპანიები JPMorgan Chase-ი და Goldman Sachs-ი კლიენტებს ციფრული ვალუტის გამოყენებას არ ურჩევენ.
ეს ინფორმაცია მედიით გავრცელდა მას შემდეგ, რაც ადამ პოკორნიკიმ მედიასთან ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. ადამ პოკორნიკი არის ციფრული აქტივების ინვესტიციის მენეჯერი.
ადამ პოკორნიკის თქმით, მისმა კომპანიამ მრავალი კლიენტი დაკარგა მას შემდეგ, რაც ბანკებმა კლიენტებს კრიპტოვალუტის გამოყენებისგან თავის შორს დაჭერა ურჩიეს.
ადამ პოკორნიკი აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი კლიენტი მზად იყო ბიტკოინის შესაძენად. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ კლიენტთან დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებდა. თუმცა, როგორც გაირკვა, კლიენტმა JPMorgan– სა და Goldman Sachs–ის წარმომადგენლებთან ისაუბრა და ყიდვა გადაიფიქრა.
JPMorgan-ის თანათავმჯდომარემ, ჯერი პინტომ დაახლოებით ორი წლის განაცხადა, რომ კომპანია ბიტკოინის სფეროს შეისწავლიდა. მან ასევე ისიც თქვა, რომ მომავალში კრიპტოვალუტა მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა.
“ჩვენ ვსწავლობთ ამ სფეროს. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ გზით ან სხვა საშუალებით ეს ტექნოლოგია მომავალში გადამწყვეტ როლს შეასრულებს” – განაცხადა ჯერი პინტომ, როდესაც ის მედიასთან ბიტკოინის შესახებ საუბრობდა.