ვენესუელის პრეზიდენტი კრიპტოვალუტა “Petro”-ს შექმნას 21-ე საუკუნის პროექტად აფასებს
ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ბოლივარული ალიანსის 10 ქვეყნის (ALBA) წარმომადგენელს სთხოვა, რომ კრიპტოვალუტა პეტროს შექმნისთვის მხარი დაეჭირათ და ამ საკითხზე ერთად ემუშავათ. პრეზიდენტის თქმით, კრიპტოვალუტა პეტროს ზურგს ნავთობი გაუმაგრებს. ALBA- სთან შეხვედრის დროს, მადურომ განაცხადა: “ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ეს იდეა, როგორც 21-საუკუნესთან ინტეგრაციის ერთ-ერთი პროექტი”. დეკემბრის დასაწყისში, ნიკოლას მადუროს პეტროს შექმნის განზრახვა ყველასთვის ცნობილი იყო….