Facebook-ის მომხმარებელთა სასარგებლოდ ცუკერბერგი კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის გამოყენებაზე მუშაობს

0
2735

Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი კრიპტო სამყაროს მიმართ ინტერესს გამოხატავს. როგორც ცუკერბერგი, აღნიშნავს 1990 და 2000-იან წლებში ყველაზე მეტად ადამიანებს ტექნოლოგიის დეცენტრალიზაციის ძალის სჯეროდათ. თუმცა, ადამინთა წარმოდგენა შეიცვალა და დღეს, ბევრს სჯერა, რომ ტექნოლოგია მხოლოდ ცენტრალიზებას ახდენს და არა, პირიქით.

ამასთან დაკავშირებით, ცუკერბერგი აღნიშნავს: “ამ ყველაფერს (ცენტრალიზაციას) ბიტკოინი და სხვა ტექნოლოგია უპირისპირდება. არსებობს ორი მნიშვნელოვანი ურთიერთსაპირისპირო ტრენდი – შიფვრა და კრიპტოვალუტა, რომელიც ხელისუფლებას ართმევს ცენტრალიზებულ სისტემას და მას ხალხის ხელში აბრუნებს. დაინტერესებული ვარ, ჩავუღრმავდე საკითხს და გავეცნო ამ ტექნოლოგიების პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს”.

ტექნოლოგიების ექსპერტები ფიქრობენ, რომ Blockchain-ს ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით მსოფლიოზე რევოლუციური ზემოქმედების მოხდენა შეუძლია. ეს შეიძლება გამოყენებული იყოს უამრავი სახის ინფორმაციის შესანახად. მაგალითად, ისეთი კომპანია, როგორიცაა Facebook- ი შენახვის თვალსაზრისით შესაძლებელია ინფორმაციას აკონტროლებდეს, თუმცა, ამავე დროს, ინფორმაცია Facebook- ის გავლენისაგან თავისუფალი იქნება.

მარკ ცუკერბერგი, ასევე, მუშაობს საკითხზე, თუ როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიების, Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის გამოყენება Facebook- ის მომხმარებელთა სასარგებლოდ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი