4 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
554

ორშაბათს, 4 თებერვალს ციფრული ვალუტების ბაზარი შედარებით სტაბილურად გამოიყურებოდა. დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა კრიპტოვალუტების კურსის კლების ან მატების განსაკუთრებული მაჩვენებლები.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი მხოლოდ 0.2%-ით გაიზარდა. კურსის ზრდის შედეგად კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 3.470 დოლარზე აღმოჩნდა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წინა კვირის მანძილზე ბიტკოინის კურსი ნაკლებად სტაბილური იყო. ამასთანავე, კლების მაჩვენებლებიც დაფიქსირდა.

თვის განმავლობაში კი ბიტკოინის ფასი 8.6%-ით არის შემცირებული. ბიტკოინის კურსის დაცემა კი 4 იანვრიდან დაიწყო.

რაც შეეხება კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტას, რიპლის: რიპლის კურსის მაჩვენებელი უკანასკნელი 24 საათის მანძილზე 0.76%-ით გაიზარდა და ვაჭრობის დროს 0.30 დოლარი შეადგინა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ციფრული ვალუტის ფასი 3.89%-ით გაზრდილია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 4 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 114 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი