28 ივნისის ფასების მცირე მიმოხილვა

    28 ივნისს კრიპტოვალუტის ბაზრის რყევა დაფიქსირდა.

    ხუთაშაბთს, ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით, 6.099 დოლარსს შეადგენდა. კრიპტოვალუტამ 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 1%-ით დაიკლო.

    ამ კვირაში ბიტკოინმა ყველაზე დაბალი ფასი 24 ივნისს აჩვენა, როდესაც ბიტკოინის ღირებულებამ 5.833 აშშ დოლარი შეადგენდა.

    ყველაზე პოპულარული ალტკოინი, ეთერიუმის ფასი დაახლოებით, 436 დოლარს შეადგენს. კრიპტოვალუტის კურსმა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 1%-ით დაიკლო, ხოლო კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსმა 17% დაკარგა.

    Coinmarketcap-ზე პირველ ოც კრიპტოვალუტას შორის არის ანონიმურობაზე ორიენტირებული ალტკოინი მონეროც, რომელიც თვის დასაწყისიდან კურსის კლებას განიცდის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე დღეში მონერომ დაახლოებით, 3%-ით მოახერხა ფასის გაზრდა.

    შეგახსენებთ, რომ Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად კრიპტოვალუტის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით, 246 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბაზრის კაპიტალიზაცია ერთი კვირის წინ 287 მილიარდს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *