ჯეკ დორსი ბიტკოინის ერთგული რჩება

0
1755

Twitter-ისა და Square-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი განაგრძობს ციფრული ვალუტის შესახებ პოზიტიური განწყობის ჩვენებას. გუშინ მან Twitter-ზე დაპოსტა და განაცხადა, რომ ის ბიტკოინის ერთგულია.

ჯეკ დორსიმ რამდენიმე დღის წინაც განაცხადა, რომ ის ინტერნეტსა და კრიპტოვალუტას შორის “ნათესურ” კავშირებს ხედავს.

ეს არის მოსაზრება, რომელმაც 5000-ზე მეტი მოწონების ნიშანი დაიმსახურა. უნდა აღინიშნოს, რომ ჯეკ დორსიმ კიდევ ერთხელ გაიხსენა თავისი წინა განცხადებები და აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტა და კონკრეტულად ბიტკოინი ყველაზე დიდი ბრენდია.

კითხვაზე რა არის ბიტკოინის ის კონკრეტული თვისება, რომელიც დორსის აზრით უნიკალურს ხდის მას, დორსიმ უპასუხა, რომ ბიტკოინს აქვს პოტენციალი ინტერნეტის ვალუტა გახდეს.

შეგახსენებთ, რომ Twitter-ზე ორი დღის წინ გაკეთებული განცხადების თანახმად, დორსი ამბობდა, რომ ბიტკოინი იყო ის, რაც ინტერნეტში დაიბადა, ინტერნეტშივე განვითარდა და ინტერნეტითვე მოწმდება.

მან ჯერ კიდევ გასული წლის მაისში გააკეთა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ბიტკოინი მომავლის ფულია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი