ტექსასის შტატში მაინერებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს

0
821

ივლისის თვის განმავლობაში ტექსასის შტატის უმრავლეს ტერიტორიაზე ტემპერატურამ 100 გრადუს ფარენჰეიტს გადააჭარბა, რის გამოც ბიტკოინ მაინერება შეწყვიტეს მუშაობა იმის გამო, რომ შტატის ელეტრომომარაგების ქსელი დატვირთვას ვერ გაუძლებდა.

ტექსასის ელექტრო საიმედოობის საბჭომ (ERCOT) ცოტა ხნის წინ შტატის მცხოვრებლებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს რეკორდულად მაღალი ელექტრომოთხოვნის ფონზე მოუწოდა, რომ ელექტროენერგია მაქსიმალურად დაეზოგათ.

ERCOT-ის პროგნოზის მიხედვით, ტექსასის შტატში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა დიდ წილად აუტანელი სიცხის გამო კონდიციონერების დიდი დატვირთით მუშაობითაა გამოწვეული, რის გამოც შესაძლოა, შტატმა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილოს და რიგ შემთხვევებში შეწყვიტოს მიწოდება.

ERCOT-მა განაცხადა, რომ დენზე მოთხოვნილებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და თითქმის 80,000 მეგავატი შეადგინა.

შტატის მესვეურები იმედოვნებდნენ, რომ ალტერნატიული ენერგიის წყაროები მათ პრობლემებს გადაჭრიდა, ნაწილობრივ მაინც. თუმცა ქარის ენერგიაზე მომუშავე სადგურებმა იმედები ვერ გაამართლა.

Lone Star-ის შტატში ბევრმა კრიპტო მაინერმა განაცხადა, რომ მათ უკვე შეამცირეს ან დახურეს ოპერაციები იმ მოთხოვნის მოლოდინში, რომ ტექსასის ენერგეტიკული ქსელი შესაძლოა, მზად არ იყოს სრული დატვირთვით მუშაობისათვის და მათ არ სურთ საზოგადოების აღშფოთების მიზეზი გახდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი