საფრანგეთში 4.000-მდე მაღაზიაში თამბაქო ბიტკოინით გაიყიდება

0
2143

საფრანგეთის თამბაქოს ფედერაციამ ნებართვა მიიღო თამბაქოს ბიტკოინით გაყიდვაზე. თამბაქოს კრიპტოვალუტით გაყიდვა 2019 წლის პირველი იანვრიდან იქნება შესაძლებელი.

კრიპტოვალუტის პროვაიდერთან KeplerK-სთან შეთანხმებით, მომავალი წლის დასაწყისში, 4.000 მაღაზია თამბაქოს გაყიდვას ბიტკოინით დაიწყებს.

ბიტკოინი 50, 100 და 250 ევროს დენომინაციებში იქნება ხელმისაწვდომი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს გადაწყვტილება მიიღო ორგანომ, რომელიც საფრანგეთის ცენტრალური ბანკის ეგიდით მუშაობს. თუმცა ეს განცხადება ცენტრალურმა ბანკმა უარყო და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი დისკუსია არ გამართულა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი კრიპტოვალუტაზე დაწესებული გადასახადის შემცირებას აპირებდა. კანონპროექტი კრიპტოვალუტის დაბეგვრის საკითხს ეხებოდა.

თუკი დოკუმენტის საბოლოო ვერსია დამტკიცდება კრიპტოვალუტის დაბეგვრის გადასახადი კაპიტალის საშემოსავლო გადასახადს გაუთანაბრდება.

ამჟამად, კრიპტოვალუტა 36.2%-ით იბეგრება. თუკი კანონში ცვლილებები შევა, მაშინ საპროცენტო განაკვეთი 30%-მდე შემცირდება. საბოლოოდ ცვლილებები ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

გარდა ამისა, საფრანგეთის მთავრობა კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხზეც აქტიურად მუშაობს. რეგულაცია ძირითადად ბირჟების ლიცენზირების საკითხს ეხება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი