ანალიტიკოსები: ბიტკოინის სამიზნე ფასი 8.566 დოლარია

0
1514

ბიტკოინის კურსმა 24 აგვისტოს ფასის ზრდა დაიწყო. ამ ეტაპზე ბიტკოინისთვის კრიტიკული ზღვარი არის 6.955 დოლარის დონე. თუკი, ეს
წინააღმდეგობა გადალახული იქნება ბიტკოინის ფასი 8.566 დოლარამდე გაიზრდება.

თუკი კრიპტოვალუტა ფასის მომატებას ვერ შეძლებს ბიტკოინი ისევ 6.900-დან 7.000 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.

იმ შემთხვევაში თუ ბიტკოინის ფასმა კლების ტენდენცია აჩვვენა მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტამ 5.900-დან 6.000 დოლარს შორის იმოძრაოს. ხოლო, თუკი ეს პოზიციებიც ვერ შეინარჩუნა მაშინ, კრიპტოვალუტის კურსი 5.450-დან 5.000 დოლარის ფარგლებში აღმოჩნდება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ბიტკოინის ფასის ზრდის შემთხვევაში განახორციელონ ვაჭრობა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი ბოლო პერიოდია ცდილობს 300 დოლარის ნიშნულის მიღწევას. უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 280 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ეთერიუმისთვის 358 დოლარი ზრდის ტენდენციის პირველ ნიშანად კვლავ რჩება.

ამ ეტაპზე, ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ეთერიუმის ფასის კორექტირებას დააკვირდნენ, სანამ რაიმე სახის ვაჭრობას განახორციელებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი