ჯულიან ჰოსპი: ბიტკოინის ფასი 2018 წლის ბოლოს 60.000 დოლარი იქნება

0
2424

ჯულიან ჰოსპი კრიპტო სტარტაპ TenX-ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი ამბობს, რომ 2018 წლის ბოლოს ბიტკოინის კურსი 60.000 დოლარს მიაღწევს.

ამის შესახებ მან CNBC-თან განაცხადა.

ჰონგ-კონგში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას ჰოსპმა აღნიშნა, რომ ის ჯერ კიდევ იზიარებს 2018 წლის დასაწყისში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ფასი წლის ბოლოსთვის მკვეთრად გაიზრდება.

“2017 წლის, დეკემბერში ბიტკოინის ფასი 20.000 დოლარი იყო. ეს იყო ბიტკოინის ისტორიის მანძილზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი დონე. მე ვფიქრობ, რომ 2018 წელს 5.000-დან 60.000-მდე აიწევს ბიტკოინის ფასი”,- განაცხადა ჯულიან ჰოსპმა.

ბიტკოინის კურსი ჯერ კიდევ არ არის დაბალი ანუ 5.000 დოლარის ნიშნული ხანგრძლივად ჯერ არ დაფიქსირებულა. თუმცა, კრიპტოვალუტის ბოლოდროინდელი ფასის კლების ტენდენცია მიანიშნებდა იმაზე, რომ ივნისის ბოლოს კრიპტოვალუტა 6.000 დოლარის ქვემით აღმოჩნდებოდა და ასეც მოხდა.

ჯულიან ჰოსპი მიიჩნევს, რომ 60.000 დოლარის ნიშნული შესაძლოა რეალობა იყოს, რადგან ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური მოვლენაა, როდესაც მაგალითად, რომელიმე ქვეყანა რაიმე პოზიტიურს აანონსებს კრიპტოვალუტის შესახებ. ასეთი ცვლილებები ციფრული ვალუტის კურსზე, როგორც წესი დადებითად აისახება ხოლმე.

თუმცა, თუ ფასის ზრდა ამ დონეზე ვერ მოხერხდა ჯულიან ჰოსპმა აღნიშნა, რომ ფასის ზრდა დროში ოდნავ გაიწელება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი