უკრაინა ომის შესახებ NFT მუზეუმს ხსნის

0
992

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ NFT-ის ონლაინ მუზეუმი შექმნა, რომელიც მიმდინარე მოვლენების, კერძოდ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფაქტების ასახვას.

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მთავრობამ NFT ნამუშევრების მიღება დაიწყო, რომელიც 24 თებრვლიდან მოყოლებული უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამორჩეულ მომენტებს წარმოაჩენს.

NFT მუზეუმის ვებსაიტის თანახმად, 30 მარტს გამოქვეყნება 54 ნამუშევარი, რომელიც 24-დან 26 თებერვლამდე მომხდარ მოვლენებს ასახავს და მათი შეძენა ეთერიუმში იქნება შესაძლებელი. მიღებული თანხა კი, რასაკვირველია, უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერას მოხმარდება.

განცხადების თანახმად, ნამუშევრები სხვადასხვა მოვლენასა და ფაქტს მოიცავს, რომელიც, თავის მხრივ, სხვადასხვა წყაროზე იქნება დაყრდნობილი, მათ შორის მთავრობის ოფიციალური პირების Twitter-ის პოსტებზე, საინფორმაციო გამოშვებების ფოტოებსა და მსოფლიო ლიდერების გამოსვლებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იყენებს ტანკებს უკრაინის გასანადგურებლად, ჩვენ ვეყრდნობით რევოლუციურ Blockchain ტექნოლოგიას. NFT მუზეუმი იქნება ომის ხსოვნის უკრაინული იდენტობისა და თავისუფლების გამომხატველი ადგილი”,- განაცხადა ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი